02:47 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 14:51:26, 1911 ნახვა

კომენტარი
ადვოკატის განცხადებით, გმირთა მოედანზე მომხდარ დაჭრაში ბრალდებულს დაზიანებები აღენიშნება

გმირთა მოედანზე მომხდარ დაჭრაში ბრალდებულ საბა სამუშიას ადვოკატის ირმა შალამბერიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარე ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ექსპერტიზასაც მოითხოვს.

"დაზიანება აქვს მიყენებული მარჯვენა მხარზე, ნაკბენი აქვს დიდი მოცულობის. როგორც თვითონ მითხრა მკლავიც ამოვარდნილი ჰქონდა. ყველაფრის ტკივილებს უჩივის. ექიმს მივმართეთ. მარჯვენა ლოყაზეც აქვს დაზიანებები. გუშინვე დავწერეთ შუამდგომლობა, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად", - აღნიშნა შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს, გმიერთა მოედანზე მდებარე რესტორან "აღაში" ურთიერთშელაპარაკების დროს 3 პირი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რაც შეეხება თავდამსხმელს, ის გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ანსამბლის მომღერალია, რომელიც იმ ღამეს რესტორანში მღეროდა. გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics