20:42 - 17 Aug, 2026
|
2018-01-19 14:18:36, 2394 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანელ დეპუტატს Brexit-ის საკითხზე დებატების დროს ჩაეძინა (ვიდეო)
დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის დეპუტატს დესმონდ სვეინს, დებატების დროს, რომლის ტრანსლირებაც პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ჩაეძინა, - ამის შესახებ Sky News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დეპუტატს მაშინ ჩაეძინა, როდესაც პარლამენტის წევრი კენა კლარკი Brexit-ის შესახებ ბოლო ცვლილებებზე საუბრობდა და საკითხის განხილვა მიმდინაროებდა. მაშინ როდესაც დეპუტატის კოლეგამ ხმას აუწია, სვეინს გამოეღვიძა. სოციალურ ქსელებში მომხდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მომხმარებლების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან დებატები პარლამენტში ხშირ შემთხვევაში მრავალსაათიანი და დამღლელია. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც დეპუტატი გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ის ზედმეტად ბევრ ფულს იღებს და სამსახურში ძილის უფლება არ აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)