20:42 - 17 Aug, 2026
|
2018-01-19 14:11:31, 2138 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ავტოავარიების შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ძლიერი თოვლისა და უამინდობის გამო, ავარიაში სამი ავტობუსი მოყვა. ყველაზე მძიმე შემთხვევა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მუშის პროვინციაში მოხდა, სადაც სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი მძიმედ დაშავდა. ცენტრალურ თურქეთში, კონიას პროვინციაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. 7 მგზავრის მგდომარეობა ამ დრომდე მძიმეა. სივას პროვინციაში დაკრძალვაზე მიმავალი ავტობუსი გადაბრუნდა. შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)