|
2018-01-19 13:42:47, 2618 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიევის სააპელაციო სასამართლოში 26 იანვრისთვის გადაიდო, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა. ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი ერთ-ერთი მოსამართლის პირადი მოთხოვნაა. "მათ გადადეს სასამართლო ერთი კვირით. ის პარასკევს ჩატარდება. ამის მიზეზია მოსამართლის ოჯახური გარემოებები", - განაცხადა სააკაშვილმა. ცნობისთვის, კიევის სასამართლომ 2017 წლის 11 დეკემბერს უკრაინის მთავარი პროკურატურის სარჩელი, მიხეილ სააკაშვილი წინაპატიმრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. სწორედ კიევის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებდა დღეს პროკურატურა, თუმცა საკითხის განხილვა 26 იანვარს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)