|
2018-01-18 11:31:59, 2484 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი: უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილლ სააკაშვილის განცხადებით, 22 იანვარს კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ, შესაძლოა, მას უკრაინაში ყოფნის უკანასკნელი ლეგალური საფუძველი ჩამოართვას, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა News One ეთერში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ, 3 იანვარს, მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. „ისინი უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 30 დღე მქონდა. სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა არ მოისურვა ლოდინი და მის სასარგებლოდვე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ სასამართლო ორშაბათს შედგეს და უკვე სამშაბათიდან უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის საჭირო არც ერთი ლეგალური საბუთი არ მქონდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)