|
2018-01-17 19:11:56, 2600 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ოლიმპიადაზე საერთო დროშით გამოვლენ
2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე, სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიური ნაკრებები ერთი დროშის ქვეშ გამოვლენ. ინფორმაციას BBC ავცელებს. ამის შესახებ შეთანხმებას ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებზე მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, გახსნის ცერემონიალზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელი სპორტსმენები თეთრი დროშით გამოვლენ, რომელზეც ლურჯი ფერით კორეის ნახევარკუნძულის სილუეტი იქნება გამოსახული და გაერთიანების იდეის მატარებელი იქნება. ამასთანავე, მხარეები ჰოკეიში ქალების საერთო გუნდის შექმნაზეც შეთანხმდნენ. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 9-იდან 25 თებერვლამდე სამხრეთ კორეაში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)