|
2018-01-17 18:43:05, 2644 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპს ჩილეში ნაჭერი ესროლეს (ვიდეო)
რომის პაპ ფრანცისკეს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ხალხთან შეხვედრის დროს ნაჭერი ესროლეს. პაპმა გაოცება ვერ დამალა, თუმცა ღიმილი შეინარჩუნა და მოსახლეობისთვის მისალმება განაგრძო. მანამდე რომის პაპი სანტიაგოში, იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებზეც კათოლიკე მღვდლებმა ან დიაკვნებმა სექსუალურად იძალადეს. პაპის შეხვედრა ძალადობის მსხვერპლ ადამიანებთან დახურული იყო და დამსწრეთა ვინაობაც მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. "ვიცი, რამდენად მტკივნეულია ბავშვთა მიმართ სქესობრივი ძალადობის შემთხვევები. ჩვენ ძალიან გვჭირდება, ერთად გადავლახოთ ეს ბოროტება“, - განაცხადა პაპმა. ცნობისთვის, დაგეგმილ ვიზიტს მუქარები უძღოდა წინ. დედაქალაქ სანტიაგოში სამ კათოლიკურ ეკლეს თავს დაესხნენ. უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს და ტაძრებს ცეცხლი წაუკიდეს. მათ ბროშურებიც დატოვეს, რომელშიც რომის პაპს მოკვლით ემუქრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)