09:27 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 13:00:03, 1990 ნახვა

სამართალი
სტამბოლში მაღაზიის დაყაჩაღების დროს საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა, 1 დაიჭრა, 2-ს კი, ამ დრომდე ეძებენ

სტამბოლში, ესენლარის რაიონში საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღების დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ Milliyet იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის დროს, კიდევ ერთი მოქალაქე დაიჭრა, ხოლო ორი ამ დრომდე ძებნაშია გამოცხადებული.

მედიის ცნობით, თავდამსხმელები მაღაზიაში შეიარაღებულები შეიჭრნენ, თუმცა იუველირმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და ცეცხლი გაუხსნა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევა 29 დეკემბერს მოხდა.

სააგენტო წერს, რომ ცეცხლის გახსნის შემდეგ 40 წლის იუველირი ეიუფ სედათ კოჩერი ადგილზე გარდაიცვალა, ასევე დაიღუპა საქართველოს მოქალაქე რაიბული აბრალავა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ლევან ბელთახოძე დაიჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდეგ ბელთახოძეს პატიმრობა მიესაჯა და ის დააპატიმრეს.

გამოძიების ინფორმაციით, საიუველირო მაღაზიაში თავდამსხმელების თანამზრახველებიც იმყოფებოდნენ. სწორედ მათ მოახერხეს გაქცევა.

ამასთან, პოლიციის დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ.

 

ვიდეო





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics