|
2018-01-16 16:49:30, 2662 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილის დაკითხვა დასრულდა - „გამომძიებლებმა ხმის ნიმუშების აღება სცადეს“
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უშიშროების სამსახურს ეჭვმიტანილის სტატუსით ჩვენება მისცა, გამომძიებლები კი, მისი ხმის ნიმუშების აღება სცადეს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. "დაკითხვა თითქმის 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს ხმის ნიმუშების აღების საგამოძიებო მოქმედება იყო დაგეგმილი. ამ მოქმედების ფარგლებში ჩვენ საკუთარი განმარტებები და პროტესტი გამოვთქვით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დასრულებულია“, - განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა. კითხვაზე - ჩააბარა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ხმის ნიმუში, ადვოკატმა პასუხს თავი აარიდა და განმარტა, რომ ეს საგამოძიებო საიდუმლოა. თავად სააკაშვილმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უკომენტაროდ დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)