20:40 - 17 Aug, 2026
|
2018-01-16 16:52:50, 2571 ნახვა
მსოფლიო
კოსოვოში, სერბი პოლიტიკოსი ოლივერ ივანოვიჩი მოკლეს
კოსოვოში, კოსოვო-მეტოხიის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე და ერთ-ერთი პარტიის ლიდერი ოლივერ ივანოვიჩი მოკლეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიტიკოსს 5-ჯერ ესროლეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მედიის ცნობით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ივანოვიჩი პარტიის შენობიდან გამოდიოდა. ამჟამად კოსოვო-მიტროვიცაში ადამიანები იკრიბებიან, პოლიციელები კი ქუჩებს კეტავენ. ცნობისთვის, 2014 წელს პოლიტიკოსი ალბანელების წინააღმდეგ ომის დანაშაულისთვის დააპატიმრეს. 2017 წელს მას ბრალი მოუხსნეს და ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო. ივანოვიჩს შიდაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)