02:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 15:48:06, 2061 ნახვა

კომენტარი
„პოლიციელის პროფესია არის მთლიანად რისკი, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა ხელმძღვანელობისგან და საზოგადოებისგან“

„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებები იყო დროული და მიუთითებს, რომ სამინისტრო გამართულად ფუნქციონირებსს“, - ამის შესახებ ექსპერტმა, ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ კლუბ „ბასიანის“ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, შსს-ს დღევანდელი პოზიცია იყო მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინება და პოლიციელთა მუნდირის დაცვა.

„პოლიციელებს რისკის ფასად უწევთ დანაშაულის აღკვეთა, პოლიციელის პროფესია რთულია, მათ უწევთ დამნაშავეებთან ურთერთობა და ბრძოლა. სამინისტროს პოზიცია დღეს იყო ერთის მხრივ სამართლიანობის დაცვა, მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინება და პოლიციელთა, თნამშრომელთ მუნდირის დაცვა. პოლიციელებს დამატებითი წახალისება, ყურადღება სჭირდებათ სამინისტროს ხელმძღვანელობისგანაც და მთლიანად საზოგადოებისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს განცხადებები არ გავრცელდა სასამართლო სხდომამდე. შესაძლოა, ეს აღქმულიყო სასამართლო საქმიანობაში ჩარევად, ყველანაირი ზეგავლენა რომ გამორიცხულიყო“, - განაცხადა ზურაბ მხეიძემ.

შეგახსენებთ, 13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს მამაკაცმა შსს 1 და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. ბრალდებულის დაკავება დანაშაულის ადგილზემოხდა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics