02:44 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 18:21:53, 1969 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: მზად ვართ, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ

„ჩვენი ამოცანაა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდის ხელშეწყობა და სწორედ ამას ემსახურებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას „მაუწყებლობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადების შესახებ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არგუმენტები, რომლებიც პრეზიდენტის ვეტოში უნდა იყოს წარმოდგენილი და მსჯელობა ამის საფუძველზე გაგრძელდება.

„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ პოზიცია, თავის დროზე, ჩამოვაყალიბეთ ძალიან კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი დაფინანსება, დაახლოებით, 50 მილიონი, მეტი და რეიტინგი არის საკმაოდ დაბალი. ჩვენი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდის ხელშეწყობა და სწორედ ამას ემსახურებოდა, გარდა სხვა ზომებისა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. ჩვენ თუ არ გვინდა ცვლილებების განხორციელება, ბუნებრივია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ცვლილებები აუცილებლად არის საჭირო. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო, რა თქმა უნდა, კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაციები, ასევე, სხვა საკითხები, რომლებიც აისახა კანონპროექტში. ჩვენ ამის საფუძველზე მივიღეთ, ასე ვთქვათ, ინფორმირებული და კარგად გააზრებული გადაწყვეტილება, თუმცა, მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის საკითხები, რომლებსაც მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics