02:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 16:22:15, 1790 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი ლუცენკო-გოგაშვილის შეხვედრაზე: ორი ოლიგარქიული რეჟიმი უკრაინელი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ერთიანდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის იური ლუცენკოსა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის შეხვედრას გამოეხმაურა.

შესაბამისი განცხადება ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„ორი ოლიგარქიული რეჟიმის ყველანაირი უწმინდურობა საკუთარი ძაღლის სახლის დასაცავად, ერთიანდება არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, არამედ უკრაინელი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენი ხალხიც უნდა გაერთიანდეს მათ წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ დავამარცხებთ მათ, პუტინსაც და რაც მთავარია უპერსპექტივობასა და სიღარიბეს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კიევში გენერალური პროკურორის იური ლუცენკოსა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის შეხვედრა 12 იანვარს შედგა. უწბებების პრესსამსახურების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, საქართველოს მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, ისაუბრეს თუ არა ლუცენკომ და გოგაძემ სააკაშვილის ექსტრადირებაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics