|
2018-01-15 15:20:37, 1822 ნახვა
სამართალი
პროკურორი - ოთარ აბესაძის გათავისუფლებას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა
თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმის პროკურორის, ირაკლი მარშანიას განცხადებით, ოთარ აბესაძის მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების პირობებშიც იყო შესაძლებელი. პროკურორი არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას, აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებაზე და მიიჩნევს, რომ მის გათავისუფლებას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. "ამ დასკვნაში აღწერილი იყო ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა სახარბიელო მისი მდგომარეობა არ არის, თუმცა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ აღმკვეთი ღონისძიების სახე - პატიმრობა, შეცვლილიყო, არ ყოფილა. ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში საუბარი იყო ისეთ დიაგნოზზე, რომლის მკურნალობა სავსებით შესაძლებელი იყო პენიტენციური დაწესებულების პირობებში", - განაცხადა ირაკლი მარშანიამ. ცნობისთვის, თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღვკეთის ღონისძიება - პატიმრობა, მას 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ოთარ აბესაძემ საქალაქო სასამართლო ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა. აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)