|
2018-01-15 13:12:11, 2714 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ლენინის ნეშტი ქრისტიანულ სიწმინდეებს შეადარა
რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ლენინის ნეშტი ქრისტიანულ სიწმინდეებს შეადარა, - ამის შესახებ კრემლის ხელმძღვანელმა რუსული პირველი არხის ეთერში განაცხადა. პუტინი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და დასძინა, რომ "კომუნისტური იდეოლოგია ძალიან ჰგავს ქრისტიანობას". "მართლმადიდებლური რწმენა ყოველთვის გვეხმარებოდა, ის ძლიერდებოდა, მაშინ როდესაც ჩვენს ხალხს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. იყო წლები, როდესაც კლავდნენ მღვდლებს, "ებრძოდნენ" ღმერთს, ანგრევდნენ ტაძრებს, მაგრამ ამავდროულად ქმნიდნენ ახალ რელიგიას. კომუნისტური იდეოლოგია - ძალიან ჰგავს ქრისტიანობას. თავისუფლება, ძმობა, თანასწორობა, სამართლიანობა - ეს ყველაფერი წმინდა ნაწერებშია ჩადებული, ხოლო კომუნიზმის შემქმნელების კოდექსი? ეს არის სუბლიმაცია, პრიმიტიული ნაწყვეტი ბიბლიიდან, არაფერი ახალი მათ არ მოუფიქრებიათ. ლენინი მავზოლეუმში დაასვენეს. რით განსხვავდება ეს წმინდანთა ნაწილებისგან? როცა მეუბნებიან, რომ ქრისტიანულ სამყაროში ასეთი ტრადიცია არ არსებობს, მიკვირს ეს ამბავი...როგორ თუ არ არსებობს? გაემგზავრეთ ათონის მთაზე, მოინახულეთ. გამოდის, რომ იმ დროინდელ ხელისუფლებას არაფერი ახალი არ მოუფიქრებია, მათ უბრალოდ მოირგეს ის, რაც აქამდე მსოფლიოსთვის უკვე შექმნილი იყო", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)