|
2018-01-13 16:29:15, 3174 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: უკრაინაში თემურ ნიშნიანიძეს ჩემ გამო აპატიმრებენ - ეს პოლიტიკური დევნაა
კიევში დღეს საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის თემურ ნიშნიანიძის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკასვილიც დაესწრო. სააკაშვილმა newsone-ის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს, რომელიც ოდესაში მას ეხმარებოდა, შვიდი წლის წინანდელი საქმის გამო აპატიმრებენ, როდესაც მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა. „საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული თემურ ნიშნიანიძე, რომელიც ოდესაში დამეხმარა, შვიდი წლის წინანდელ საქმეზე უყენებენ ბრალს, როცა მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა. ეს არის 1961 წლის ვენის კონვენციისა და უკრაინის კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევა“, - განაცხადა სააკაშვილმა. ექს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას ეჭვი არ ეპარება, ეს პოლიტიკური დევნაა და „მთავრობას მისი დადუმება სურს“. „ეს სუფთა პოლიტიკური საქმეა. ვენის კონვენციის მიხედვით, თემური 10-ჯერ უარესი დამნაშავეც რომ იყოს, მისი გასამართლება არ შეიძლება. ესენი ოროსანი ქურდები არიან, რომლებმაც არ იციან ელემენტარული კანონები და კონვეციები. მათთვის კანონი არ არსებობს. მე გამაფრთხილეს, რომ მას დააპატიმრებდნენ და აი, აპატიმრებენ. მე ჩემს მორალურ ვალდებულებად ვთვლი ამ ადამიანს მხარი დავუჭირო, ვინაიდან ვიცი სად არის ძაღლის თავი დამარხული. ის საერთოდ არაფერ შუაშია. მთელი ისტორია მე მეხება და ჩემს გაჩუმებას ცდილობენ“, - განაცხადა ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)