|
2018-01-13 13:10:55, 2520 ნახვა
მსოფლიო
ნიკი ჰეილი: ამერიკა ირანის სახიფათო ქმედებებს არ მოითმენს
ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს მიაღწიოს იმას, რომ გაერო-მ ირანის სარაკეტო პროგრამის შემზღუდველი ზომები მიიღოს, - ამის შესახებ გაერო-ში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა. ამასთან, როგორც ჰეილიმ აღნიშნა, ამერიკის კიდევ ერთი მიზანია, გაერო-მ თეირანთან ბირთვული შეთანხმების გადახედვის გარეშე სამხედრო ემბარგო გაამკაცროს. ამ განცხადებით, ჰეილი გამოეხმაურა თეთრი სახლის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ირანისთვის ამერიკასთან და სხვა მსოფლიო ლიდერებთან 2015 წელს ბირთვული შეთანხმების შედეგად მოხსნილი სანქციები არ აღდგა. "დღეს, პრეზიდენტმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა, რითაც ნათელი გახდა, რომ ამერიკა ირანის ბირთვული შეთანხმების პირობებს დაიცავს, მაგრამ არ მოითმენს ირანის სახიფათო და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს. ამიტომ, ველოდებით, რომ სხვა ქვეყნები ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში შემოგვიერთდებიან. ჩვენ ვაპირებთ გაეროში ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევას, იმისათვის, რომ გამკაცრდეს ირანის სარაკეტო პროგრამის საწინააღმდეგო საქმიანობა, გავაძლიეროთ შეიარაღების ემბარგო, დავძლიოთ ირანის მიერ ტერორიზმის დაფინანსება, ასევე ნათელი მოვფინოთ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. ყველა ამ ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელია ბირთვული შეთანხმების ფარგლებს გარეთ. თუ საერთაშორისო კონსენსუსს ვერ მივაღწევთ, მაშინ უფრო ნათელი გახდება, რომ ბირთვული შეთანხმება მშვიდობას საფრთხეს უქმნის. ჩვენ არ უნდა მივცეთ ირანს უფლება, რომ ბირთვული შეთანხმების საფარქვეშ გაერო-ს რეზოლუციები და ყველა საერთაშორისო ნორმა დაარღვიოს“, - ნათქვამია ნიკი ჰეილის განცხადებაში.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)