|
2018-01-12 20:07:54, 2939 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტს საარჩევნო უბანზე „ფემინას“ აქტივისტი თავს დაესხა (ვიდეო)
დღეს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, სადაც საარჩევნო უბანზე მისულ პრეზიდენტ მილოშ ზემანს თავს „ფემენას“ აქტივისტი დაესხა. ინფორმაციას depo.ua ავრცელებს. „ფემენას“ ნახევრად შიშველი აქტივისტი ქალი, პრეზიდენტის შესვლას ჟურნალისტებთან ერთად ელოდა. პირადმა მცველმა შიშველი ქალბატონი მოიგერია, დაცვის სხვა წევრმა კი პრეზიდენტის შეკავება მოახერხა და ოთახიდან გაიყვანა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა. შემთხვევის კომენტირებისას ზემანმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია „ფემენას“ მიერ მასზე თავდასხმა, რადგან ადრე ეს აქტივისტები თავს დასხმიან რომის პაპსაც. ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე ცხრა კანდიდატი იყრის კენჭს. სოციოლოგიური გამოკითხვებით, მთავარი კანდიდატები პრორუსული შეხედულებებით ცნობილი მოქმედი პრეზიდენტი, 73 წლის მილოშ ზემანი და მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი თავმჯდომარე ირჟი დრაგოში არიან.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)