02:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 17:25:04, 2039 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - იმედი მაქვს, „მაუწყებლობის შესახებ" კანონზე ვეტოს შემთხვევაში, პრეზიდენტის პოზიცია დასაბუთებული იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ" კანონზე ვეტოს უფლებას გამოიყენებს, მისი პოზიცია დასაბუთებული იქნება.

ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვეტოს დადება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, ხოლო ვეტოს განხილვა - საქართველოს პარლამენტის.

„ვეტოს დადება არის პრეზიდენტის უფლებამოსილება, ჩვენი უფლებამოსილება არის ამ ვეტოს განხილვა და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მოდით, წინასწარ ნუ ვიტყვით, რა იქნება ჩვენი გადაწყვეტილება. ნებისმიერ ვეტოსთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ამ შემთხვევაშიც გვექნება მსჯელობა და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ვეტო იქნება არგუმენტირებული. ჩვენ ბოლო შემთხვევა გვახსოვს, როცა საქმე ეხებოდა საარჩევნო კოდექსს და როცა საქმე ეხებოდა თვითმმართველობის კოდექსს, იქ იყო ნულოვანი არგუმენტები წარმოდგენილი პრეზიდენტის მხრიდან. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული არგუმენტებით იქნება დასაბუთებული პრეზიდენტის პოზიცია. ჩვენ, ასე ვთქვათ, გავიზიარებთ თუ არ გავიზიარებთ არგუმენტებს, ეს მეორე საქმეა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც, პრეზიდენტის პოზიცია იქნება დასაბუთებული წინა შემთხვევისგან განსხვავებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics