01:18 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 21:14:09, 1797 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: შეწყალების დისკრეცია არ მოიცავს უფლებას, პრეზიდენტი დამნაშავეებს გაურიგდეს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეწყალების დროს,  პრეზიდენტს ძალიან ფართო დისკრეცია აქვს, თუმცა ეს არ მოიცავს უფლებას, რომ ქვეყნის მეთაური კონკრეტულ დამნაშავეებს გაურიგდეს:

„შეწყალების დროს ნებისმიერ პრეზიდენტს აქვს ძალიან ფართო დისკრეცია, თუმცა ეს დისკრეცია არ არის შეუზღუდავი და ეს დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას,რომ ადამიანი,  პრეზიდენტი,  გაურიგდეს კონკრეტულ დამნაშავეებს და ამ გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ სცნო და მას  ამნისტიით, საბოლოო ჯამში 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ სააკაშვილის მიმართ განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით  რამდენჯერმე მიმართა.

მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბრალდება  სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics