00:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 16:47:37, 1923 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: მარიკა ლორთქიფანიძის სახით, ქვეყანამ დიდი მეცნიერი და საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი დაკარგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი მეცნიერის, მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო.

ქალბატონმა მარიკამ მთელი ცხოვრება საქართველოს ისტორიის კვლევას და ისტორიკოსთა არაერთი თაობის აღზრდას მიუძღვნა. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი და საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი. 

სამძიმარს ვუცხადებ მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს, ახლობლებს, ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას და მთელს საქართველოს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ცნობისთვის, ისტორიკოსი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics