|
2018-01-03 19:32:50, 2294 ნახვა
კომენტარი
თეიმურაზ ბოლოთაშვილი: თბილისის არქიტექტურის სამსახურის ერთადერთი ინტერესი ხარისხიანი გენერალური გეგმის მიღებაა
დედაქალაქის მერიის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მიმართ გამოყენებული სანქცია ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით იქნა გამოყენებული, - ამის შესახებ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არქიტექტურის სამსახურის, როგორც შემსყიდველის, ერთადერთი ინტერესი ხარისხიანი დოკუმენტის მიღებაა. „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის 140 000 ლარით დაჯარიმება ჩვენი სურვილი არ ყოფილა. ეს ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ჩვენი ვალდებულება იყო, ვინაიდან მეექვსე - საბოლოო ეტაპზე, დოკუმენტაციის „დახარვეზება“ მესამედ მოხდა. დღეს შესწორებულ დოკუმენტაციას ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შენიშვნები იქნება გამოსწორებული. ვიდრე შემსყიდველისგან ხარისხიანი დოკუმენტი არ ჩაგვბარდება, მანამდე მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდება“, - განაცხადა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა. თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტ საქართველო“ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე სამჯერ შენიშვნების გაუთვალისწინებლობისთვის 140 ათასი ლარით დეკემბრის ბოლოს დააჯარიმა და დოკუმენტის სრულყოფისთვის ათდღიანი ვადა მისცა. (NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)