|
2017-12-29 13:01:26, 3119 ნახვა
კომენტარი
მსხილაძე მაღლაფერიძეს: სიმართლე უნდა გაიგოს ხალხმა, მაგრამ ეს იყო სიმართლის ნაგლეჯი
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის მიერ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ბორდის წევრმა ქეთევან მსხილაძემ უპასუხა და მას შეახსენა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციული ტელევიზია არ არის და უმაღლესი სტანდარტები უნდა დაიცვას. საქმე ეხება პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტს. „შეიძლება ბევრმა სხვა მაუწყებელმა გაუშვას სიუჟეტი, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის კომერციული ტელევიზია და უნდა გაითვალისწინოს ეს და დაიცვას უმაღლესი სტანდარტები. გარდა ამისა, თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ, უნდა გამოგვეთხოვა და გაგვეშვა ეს მასალა, სიმართლე უნდა გაიგოს ხალხმა, მაგრამ ეს არ იყო სიმართლე, ეს იყო სიმართლის ნაგლეჯი", - მიმართა მსხილაძემ მაღლაფერიძეს. შეგახსენებთ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლოში შსს-ს მიერ წარდგენილი კადრები გამოითხოვა და გაასაჯაროვა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპების-სიზუსტის და პირადი ცხოვრების ხელყოფის დარღვევა დაადგინა. როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით საზმაუს გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, ზვიად რატიანზე გაშვებული სიუჟეტის მიმართ მისი დამოკიდებულება დადებითი არ არის.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)