23:51 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 15:41:21, 2136 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: ფასების ზრდა რთულია ჩვენთვისაც კი, ვისაც ჯერჯერობით სტაბილური ხელფასი გვაქვს

„ფასების ზრდა, გადასახადის, სოციალური გადასახადების ზრდა, რასაკვირველია, რთულია  ხალხისთვის, ჩვენთვისაც კი, ვისაც ჯერჯერობით  სტაბილური ხელფასი გვაქვს უახლოესი 3 წლის განმავლობაში“,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას.

 ვოლსკი სახელმწიფოს მხრიდან მეტი დახმარების აღმოჩენაზე ამახვილებს ყურადღებას:

„მძიმე ვითარებაა. საერთოდ ეს ფასების ზრდა, გადასახადის, სოციალური გადასახადების ზრდა, რასაკვირველია, რთულია  იმ ხალხისთვის, ჩვენთვისაც კი, ვისაც ჯერჯერობით  სტაბილური ხელფასი გვაქვს უახლოესი 3 წლის განმავლობაში.წარმოუდგენლად ძნელი იქნება  სხვა ბევრი ადამიანისათვის. ძალიან ბევრი სოციალური პროგრამა  მოქმედებს, სახელმწიფო პროგრამა და ამ მხრივ სახელმწიფომ რაც შეიძლება მეტი შეღავათი, მეტი დახმარება უნდა აღმოუჩინოს  სოციალური პროექტების სახით. გავლენა სახელმწიფოსი სემეკის გადაწყვეტილებებზე, რასაკვირველია,  მინიმალურია. ოპოზიციას აქვს მოსაზრება, რომ მათ აქვთ პროგრამები, რომლებიც ეკონომიკას ააღორძინებს მოკლე პერიოდში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. რეალურად მსოფლიოში ვითარება საკმაოდ რთულია ისევე, როგორც ჩვენს რეგიონში“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics