|
2017-12-27 12:18:15, 1818 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: 2017-2020 წლებში, გზების და წყლით მომარაგების კომპონენტზე 9 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ მიმართულებით მიმდინარე წელს ბიუჯეტის ათვისება უპრეცედენტოდ მაღალი იყო. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ინფრასტრუქტურა რა თქმა უნდა არის წამახალისებელი ეკონომიკის ყველა დარგის. ინფრასტრუქტურის განვითარების ეფექტი არის ძალიან მაღალი მთლიანად ეკონომიკაზე. 2017 -2020 წლებში ჩვენ ჯამში 9 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ სივრცითი განვითრების მარტო საგზაო ინფრასტრუქტურის კომპონენტზე, ასევე წყლით მომარაგების კომპონენტზე. უკვე შენდება 1000 კმ-იანი გზა, პროგრამა ხორციელდება წარმატებით, გეგმის მიხედვით მივდივართ, გეგმაზე ცოტა წინ ვართ წელს. 350 კმ აქედან არის ჩქაროსნული მაგისტრალი, ხოლო 650 კმ არის რეგიონული მნიშვნელობის გზები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არტერიებია რეგიონებში ახალი შესაძლებლობებისთვის. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს საქმდება ათიათასობით ჩვენი მოქალაქე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დაიწყო უმსხვილესი პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. საბოლოო ჯამში ეს არის რამდენიმე მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია. თუმცა, პირველ ეტაპზე, რომელიც სამ წელიწადში დასრულდება, ჩვენ ვგეგმავთ რომ 2020 წელს უკვე მივიღოთ დიდი მოცულობის გემები. ეს არის დაახლოებით 500-დან 600 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ამ 2-3 წლის განმავლობაში, რაც დამეთანხმებით მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. ამ პორტის მთლიანი ზეგავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)