|
2017-12-22 14:58:33, 2448 ნახვა
მსოფლიო
პუჩდემონი: არჩევნებში კატალონიის რესპუბლიკამ გაიმარჯვა, რაც ესპანეთის პრემიერისთვის სილის გაწნაა
კატალონიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეებმა გაიმარჯვეს. ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ უკვე ცნობილია, რომ 135 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში სეპარატისტულ ძალთა კოალიციას 70 ადგილი ექნება. გაერთიანებამ "ერთად კატალონიისთვის", რომლის პირველი ნიმერი რეგიონის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონია, 34 მანდატი, ხოლო პარტიამ "მოქალაქეები", რომელიც რეგიონის ესპანეთის შემადგენლობაში დარჩერნის მომხრეა, 37 მანდატი მოიპოვა. კარლეს პუჩდემონი მოვლენებს ბელგიიდან გამოეხმაურა და არჩევნების შედეგებს კატალონიის გამარჯვება უწოდა. „არჩევნებში გაიმარჯვა კატალონიის რესპუბლიკამ, რაც სახეში სილის გაწნაა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, მარიანო რახოისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოგვისმინონ“, - განაცხადა ბრიუსელში მყოფმა კარლეს პუჩდემონმა. 2 ნოემბერს ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის 8 ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი ამბოხსა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ედებათ. 8 ნოემბერს ესპანეთის საკონსტიტიუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ 27 ოქტომბერს მიღებული დამოუკიდებლობის რეზოლუცია უკანონოდ ცნო. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ საათში, ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე აამოქმედა, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას და რეგიონის ავტონომიის გაუქმებას გულისხმობს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)