23:01 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 22:08:48, 1764 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: გუშინ ვნახეთ თავხედობა, მრავალფეროვანი ტყუილი და ვერ ჩავთვლი, რომ ეს დემოკრატია იყო

„ჩვენ გუშინ ვნახეთ განსხვავებული თავხედობაც, ვნახეთ მრავალფეროვანი ტყუილებიც და ნამდვილად ვერ ჩავთვლი, რომ ეს იყო დემოკრატია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

„ამ ტრიბუნიდან არასაქმიანი საუბარი არ მჩვევია, მაგრამ მოვლენები, რომელიც გუშინ და დღეს განვითარდა მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო. ამ ბოლო ორ დღეს მოვისმინეთ  განსხვავებული აზრები, არგუმენტები და თავისტავად ცხადია ეს ყველაფერი არის ბუნებრივი დამახასიათებელი დემოკრატიისთვის. ჩვენ უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ გვეამაყება, რომ ეს პროცესები მიმდინარეობს  აქ პარლამენტში  ჩვენი უმრავლესობის პირობებში. თუმცა ყველა განსხვავება რა თქმა უნდა ვერ  ჩაითვლება დემოკრატიად. ჩვენ გუშინ ვნახეთ განსხვავებული თავხედობაც, ვნახეთ მრავალფეროვანი ტყუილებიც და ნამდვილად ვერ ჩავთვლი, რომ ეს იყო დემოკრატია. ბატონმა გიგა ბოკერიამ ერთხელ თქვა, რომ ჩვენს და  თქვენს შორის არის  ფუნდამენტალური  განსხვავება, მე მინდა აბსოლუტურად დავეთანხმო. დიახ, ჩვენ შორის მართლაც ფუნდამენტალური განსხვავებაა და მეტსაც გეტყვით 2012 წელს  „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გაემარჯვა  აქ ჩვენ განსხვავებული აზრებით კი არ ვილაპარაკებდით, ამ ნაწილის მინიმუმ 20% ალბათ ციხეში იჯდებოდა“,-აღნიშნა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics