23:02 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 20:29:48, 1926 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: კაპიტალური ხარჯები არის ქვეყნის ეკონომიკისთვის გაცილებით უკეთესი, ვიდრე მიმდინარე ხარჯები

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგადასახადო წნეხთან დაკავშირებით ისაუბრა.

,,როდესაც ჩვენ ყველა ერთიანად ვთანხმდებით, რომ კაპიტალური ხარჯები არის ქვეყნის ეკონომიკისთვის გაცილებით უკეთესი, ვიდრე მიმდინარე ხარჯები, ამას, რა თქმა უნდა, უკან აქვს მაკროეკონომიკური გათვლა. პირობით ერთეულში რომ ავიღოთ, მიმდინარე ხარჯების შემცირება ჩვენს ეკონომიკას თუ აკლებს ერთ პირობით ერთეულს, იმავე რაოდენობის კაპიტალურ დანახარჯებში ხარჯვა ორი ერთეულით ზრდის ჩვენს ეკონომიკას. როდესაც ვამბობთ პირდაპირი გადასახადების შემცირებას და არაპირდაპირი გადასახადების გაზრდას, სწორედ ასევეა - პირდაპირი გადასახადების შემცირება 6 ერთეულით ზრდის ჩვენს ეკონომიკას და არაპირდაპირი გადასახადების გაზრდა ერთი ერთეულით ამცირებს ჩვენს ეკონომიკას'' - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ  ძალიან მნიშვნელოვანია დეკომპოზიცია, თუ როგორია მთლიანად ფისკალური რეფორმა, რომელიც განვახორციელდა ქვეყანაში.

,,ჩვენ ამოგლეჯილად არ ვიხილავთ ამ ფისკალურ რეფორმას - ვამბობთ, რომ შევამცირეთ პირდაპირი გადასახადები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და პირობით ერთეულებში მე ეს აღვწერე კიდეც. გავზარდეთ არაპირდაპირი გადასახადები, შევამცირეთ მიმდინარე დანახარჯები და გავზარდეთ კაპიტალური დანახარჯები. კუმულატიურად, ეს პოზიტიურად აისახება მთლიანობაში ჩვენს ეკონომიკაზე, რაც რა თქმა უნდა, მოხდა კიდეც''- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics