21:37 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 12:38:40, 1784 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ფისკალური პილიტიკის ამოცანაა ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობა

,,ჩვენი ფისკალური პოლიტიკის ამოცანაა ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აღნიშნული პოლიტიკა ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. არსებული ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მთავრობის ზომის მნიშვნელოვანი შემცირება. რესურსების სამართლიანი გადანაწილება, რაც გულისხმობს კონკრეტული წლის ბიუჯეტის ეფექტურ განაწილებას, ასევე რესურსების სამართლიან გადანაწილებას თაობებს შორის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის, ფისკალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განათლება იქნება.

„მომდევნო წლებში გაიზრდება განათლების დაფინანსებაზე მიმართული სახსრები, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროფესიული განათლების ხელშეწყობას", - განაცხადა ბახტაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics