21:37 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 12:33:07, 1728 ნახვა

კომენტარი
ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებაზე სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერების ფუნდამენტური დარგების უპირობო ხელშეწყობაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებაზე.

„როგორც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ასევე სამინისტრო ახალგაზრდა მეცნიერების წასახალისებლად, დამატებით საგრანტო კონკურსს დააფინანსებენ.

აქამდე თუ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებში კონკურსები მონაცვლეობით, წლის გამოტოვებით ცხადდებოდა, სამინისტროს ინიციატივით, ამიერიდან ორივე ტიპის კვლევაში კონკურსი ყოველწლიურად გამოცხადდება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთ პროგრამებში მონაწილეობა, როგორიცაა  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამა „ჰორიზონტი 2020“, გაძლიერდება არსებული საერთაშორისო საგრანტო პროექტები და მოხდება კიდევ ახალ პროგრამების მოძიება. „გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო სამეცნიერო თანამეგობრობაში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის სამეცნიერო დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია, სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics