|
2017-12-18 20:26:01, 1896 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე გუნდში შესაძლო განხეთქილებაზე: ეს არის სპეკულაცია, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობაში დამატებითი ფრაქციების შექმნის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, ფრაქციების შექმნის მიზანი უმრავლესობაში მენეჯმენტის რაციონალიზაციაა. „ჩვენ ვახერხებდით აქამდეც უმრავლესობის შიგნით ურთიერთობების სათანადოდ დარეგულირებას, მართვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობაში განხორციელდეს პროცესების სწორი მართვა, ჩვენი აზრით, დამატებით ფრაქციების შექმნა ხელს შეუწყობს მართვის ოპტიმიზაციას უმრავლესობის შიგნით. ეს არის ფრაქციების ჩამოყალიბების მიზანი“,-აღნიშნა კობახიძემ. მან გუნდის შიგნით განხეთქილებაზე საუბარს სპეკულაციები უწოდა: „ეს იყო სპეკულაციები, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს. მთლიანად საფუძველს იყო მოკლებული“,-განმარტა ირაკლი კობახიძემ. უმრავლესობაში ორი დამატებითი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)