|
2017-12-18 16:34:49, 2321 ნახვა
კომენტარი
ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა „მაუწყებლის შესახებ კანონს“ ვეტო უნდა დაადოს
ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა "მაუწყებლის შესახებ კანონს" ვეტო უნდა დაადოს. ჯანგირაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც საზმაუს წარმომადგენლობას მოუსმენს. "შეთანხმებით არაფერზე შევთანხმებულვართ, ჩვენ ვუთხარით მას ჩვენი არგუმენტები ყველა ასპექტში, დაწყებული კომერციული ნაწილიდან დამთავრებული სტარტაპებით და გამჭვირვალობით. პრეზიდენტმა მოისმინა ჩვენი არგუმენტები და საზმაუს წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შემდეგ ის მიიღებს თავის გადაწყვეტილებას. ჩვენთვის სასურველია, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადოს. კომერციული მაუწყებლების დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს არის უსამართლობა, როდესაც ამხელა ბიუჯეტის მქონე არხი შემოდის კიდევ კომერციულ ბაზარზე და წაიღებს კერძო კომპანიების წილს. ეს განსაკუთრებით აზარალებს რეგიონულ და მცირე კომპანიების წილს. მიუღებელია ამ კანონპროექტის ამ ფორმით გატანა განსახილველად, როდესაც მთავარმა წამყვანმა კომიტეტმა ჩააგდო ეს პროექტი, მაგრამ პლენარულ სხდომაზე მაინც გაიტანეს",-განაცხადა ჯანგირაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)