|
2017-12-15 20:17:42, 2047 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: საკანონმდებლო ცვლილება საზმაუს კონკურენტული რესურსების განვითარებას ემსახურება
„თუ ჩვენ გვინდა ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში, მაშინ უნდა მივცეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საშუალებაც შესაბამის სუბიექტებს",- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კანონპროექტზე - „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" დასმულ შეკითხვას. ირაკლი კობახიძის თქმით, პროექტის მხარდაჭერის მთავარი არგუმენტიც სწორედ ეს იყო. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებები საჭიროა. „ჩვენ მოვუსმინეთ ყველას საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით. მოვისმინეთ მათი არგუმენტები, თუმცა ჩვენ საბოლოო ჯამში ვიმსჯელეთ ყველაფერთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ მხარი დაგვეჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონისთვის. არგუმენტი მთავარი იყო ის, რომ თუ ჩვენ გვინდა ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში, მაშინ უნდა მივცეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საშუალებაც შესაბამის სუბიექტებს. სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების საფუძველი. ცვლილებები საჭიროა, ნამდვილად, საზოგადოებრივ მაუწყებელში იმისათვის, რომ გაიზარდოს მისი რეიტინგი. არ შეიძლება 50 მილიონი იხარჯებოდეს იმ რეიტინგში, რომლითაც არის დღეს წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. ინტერესი არის, რომ გაიზარდოს რეიტინგი, ამაზე მიდის მუშაობა და სწორედ საკანონმდებლო ცვლილებებიც ამას ემსახურება. ემსახურება იმას, რომ უფრო მეტად შევიდეს კონკურენციაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ბაზარზე და უფრო მეტად განავითაროს საკუთარი კონკურენტული რესურსები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)