|
2017-12-14 16:25:05, 2328 ნახვა
მსოფლიო
ბაქოში აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ბაქოში, ბელაქანის რაიონულ სასამართლოში საქართველოდან გატაცებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს შეერთებული შტატების საელჩოს დამკვირვებლები, სამოქალაქო სექტორის, აზერბაიჯანული ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე დაკავებულის ოჯახის წევრები ესწრებიან. მუხთარლიმ სასამართლოს შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული პროცესი პოლიტიკური დაკვეთაა. სხდომაზე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსამართლეს ერთსაათიანი შესვენების გამოაცხადება მოუწია. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან მიმდინარე წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით ედება: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. მას არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. ამჟამად მუხთარლი აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი რედაქტორის გათავისუფლებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)