|
2017-12-12 10:30:52, 2000 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მერაბ გ. დააკავეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 25 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა. „2017 წლის 8 დეკემბერს დაკავებულმა აღნიშნულ მოქალაქეს მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 650 ლარი გამოართვა და განუმარტა, რომ ის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. 2017 წლის 11 დეკემბერს,აღნიშნულმა პირმა მოქალაქეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი- 350 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“,-აცხადეებნ სუს-ში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)