13:09 - 17 Aug, 2026
|
2017-12-11 22:30:57, 4108 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით ორთვიან შინაპატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე მის გათავისუფლებას. სხდომზე ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ და აღნიშნეს, რომ სააკაშვილი კანონის ფარგლებში იმოქმედებს. ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 8 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. მიხეილ სააკაშვილი 8 დეკემბერს დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)