|
2017-12-11 18:08:01, 2675 ნახვა
მსოფლიო
„სააკაშვილს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება“ - კიევში სასამართლო პროცესი გრძელდება (ვიდეო)
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა კიევში, პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა. პროცესი უკვე 4 საათია მიმდინარეობს. პროკურატურა სააკაშვილისთვის 2-თვიანი შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამასთან, ბრალდების მხარემ პროცესზე განაცხადა, რომ შინაპატიმრობის დროს ყოფილი პრეზიდენტი 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლეს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა, რომელთა ნაწილი სასამართლომ დააკმაყოფილა. ერთ-ერთი შუამდგომლობა ბრალდებულისთვის განკუთვნილი ადგილის ნაცვლად, სააკაშვილის ადვოკატებთან ერთად მოთავსებას გულისხმობდა. მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომელიც პროცესზე ყოველ 2 საათში ერთხელ შესვენების გამოცხადებას გულისხმობდა. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ პროკურორის აცილების მოთხოვნას, აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)