|
2017-12-11 16:15:01, 2451 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელი ოპოზიციონერი დეპუტატები სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ
უკრაინელი ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ, - ამის შესახებ Strana იუწყება. მედია საშუალების ინფომრაციით, ოპოზიციონერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც სააკაშვილი კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. მედიის ცნობით, სააკაშვილს თავდებში უკრაინის რადას დეპუტატი, ფრაქცია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო და ასევე დეპუტატი პაველ დერევიანკო უდგებიან. როგორც ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, პროცესუალური ნორმები დარღვეულია და სააკაშვილი ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდეს. მათივე თქმით, მას თავისუფლად გადაადგილების საშუალება უნდა მიეცეს. ცნობისთვის, კიევში სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის მოსამართლე რამდენიმე წუთის წინ დაცვის მხარის შუამდგომლობების განსახილველად გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)