|
2017-12-11 15:54:52, 1737 ნახვა
კომენტარი
კობახიძე:კონსტიტუციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი გაზრდილია. „ჩვენ გავზარდეთ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, კერძოდ, ცალკე არის დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი უფლება, რაც აქამდე არ იყო კონსტიტუციით დაცული და საერთოდ არ იყო კონსტიტუციაში მოხსენიებული. იყო ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ შეიცვალოს ჩანაწერი ჩარევის საფუძვლების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა. საბოლოო ჯამში, კონენსუსის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა დაემატოს რაიმე ჩანაწერი მე-18 მუხლს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით. კონსულტაციების გამართვამდე, ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მოერიდება. „ჩვენ დავპირდით როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომ კიდევ ერთხელ შედგება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ კონსულტაციებამდე მე მოვერიდები ჩემი პოზიციის დაფიქსირებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)