13:09 - 17 Aug, 2026
|
2017-12-11 15:43:46, 2609 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: ყველას ვაჩვენებ, როგორ შეიძლება პრეზიდენტი მოკვდეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ ციხეში დააბრუნებენ, ის შიმშილობას გააგრძელებს. ამის შესახებ Ria იუწყება. "თუ ციხეში დამაბრუნებენ, შიმშილობას გავაგრძელებ. ყველას ვაჩვენე, როგორ შეიძლება პრეზიდენტმა იმუშაოს. ახლა კი ყველას ვაჩვენებ, როგორ შეიძლება პრეზიდენტი მოკვდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი დაკავება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დაკვეთით ხორციელდება. ცნობისთვის, კიევში სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის მოსამართლე რამდენიმე წუთის წინ დაცვის მხარის შუამდგომლობების განსახილველად გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)