|
2017-12-11 15:41:42, 2326 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილის სასამართლო სხდომა იულია ტიმოშენკო ესწრება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომას უკრაინის რადას დეპუტატმა, ფრაქცია "ბატკავშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო ესწრება. ამასთან, მოსამართლე ლარისა ცოკოლის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესის განმავლობაში სააკაშვილი განსასჯელთა სკამზე არ იჯდება. ყოფილი პრეზიდენტი ადვოკატების გვერდით დასვეს. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის უფლებებს 3 ადვოკატი იცავს. ადვოკატებმა სასამართლოს კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართეს. კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვდა ყოველ 1 საათსა და 45 წუთში შესვენება გამოცხადებულიყო, მაგრამ პროკურატურა ამის წინააღმდეგი იყო. საქმის პროკურორის თქმით, ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა 22:30 საათამდე გაგრძელდება და მათ სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევთ. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოველ 2 საათში შესვენები დანიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)