13:11 - 17 Aug, 2026
|
2017-12-11 13:47:01, 2220 ნახვა
მსოფლიო
კიევის სასამართლოსთან, სადაც სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, აქცია მიმდინარეობს (LIVE)
კიევში, სასამართლოს მიმდინარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები არიან შეკრებილი, - ამის შესახებ strana იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დასწრება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მოქალაქეებს პროცესზე არ უშვებენ, მათ შორის არც სააკაშვილის პარტიის წევრ დავით საყვარელიძეს. სააკაშვილის დაკავების 72 საათიანი ვადა იწურება. შესაბამისად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)