13:10 - 17 Aug, 2026
|
2017-12-11 11:10:56, 2325 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი იერუსალიმის საკითხზე ევროსაბჭოში შეხვედრებს გამართავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ევროსაბჭოში შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას brusselstimes-ი ავრცელებს. ისრაელის მთავრობის მეთაური ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდება, რომელმაც ევროკაშირის სახელით იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. "ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, იერუსალიმში, რელიგიური სიწმინდეების მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბულობის ესკალაციაა, ის რაც ხდება იერუსალიმში, მთელი რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ. ნათანიაჰუ და მოგერინი ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)