|
2017-12-10 13:42:13, 2685 ნახვა
მსოფლიო
„არაბულ სახელმწიფოთა ლიგა“ აშშ-ს მოუწოდებს, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილება გააუქმოს
„არაბულ სახელმწიფოთა ლიგა“ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმოს. მიმართვა ეგვიპტეში არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომაზე მიიღეს. კომუნიკეში ნათქვამია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების საშიში დარღვევაა. „აშშ-ის გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობის და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების საშიში დარღვევაა,“ - აღნიშნულია კომუნიკეში. კომუნიკეს თანახმად, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად, არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ ნებისმიერ ცალმხრივ ნაბიჯებს იერუსალიმის საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით. არაბული ქვეყნები მიჩნევენ, რომ აშშ-მა მოახდინა თვითიზოლაცია, როგორც რეგიონში სამშვიდობო პროცესის შუამავალმა. განცხადება გააკეთა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ჯებრან ბასილიმ, რომელიც თვლის, რომ ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ აშშ-ს სანქციები უნდა დაუწესდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)