|
2017-12-09 18:56:01, 2700 ნახვა
მსოფლიო
იერუსალიმთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილება პარიზშიც გააპროტესტეს (ვიდეო)
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პრო-პალესტინელი დემონსტრანტები ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, - ამის შესახებ RT იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს პალესტინის დროშები და პლაკატები წარწერით: "ბოიკოტი ისრაელს" და "თავისუფლება პალესტინას" აქვთ მიტანილი. მედიის ცნობით, აქცია რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს და ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი. დემონსტრანტები ამბობენ, რომ "ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ და ამერიკის პრეზიდენტი ნაცისტების ნაბიჯებს იმეორებენ". ამასთან, სააგენტო წერს, რომ რესპუბლიკის მოედანზევე ისრაელის მხარდამჭერებიც არიან მისული, თუმცა ბევრად პატარა შემადგენლობით. ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)