|
2017-12-09 03:35:54, 3379 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის მორიგ დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგ დაკავებას უცხოური მედია ეხმაურება. ბრიტანული BBC-ის რუსულენოვანი ბიურო წერს, რომ სააკაშვილის მომხრეებმა მოახერხეს უკრაინის უშიშროების სამსახურის დახურულ ეზოში შეღწევა, შენობასთან კი, უამრავი ადამიანია შეკრებილი. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ სააკაშვილი 10 დეკემბერსს დაგეგმილ მარშამდე დააკავეს. ამერიკული Foxnews-ი იტყობინება, რომ უკრაინაში დაკავებულია კორუფციის მოწინააღმდეგე აქტივისტი - სააკაშვილი. მედია საშუალება სააკაშვილს ოპოზიციის ლიდერად მოიხსენიებს და ხაზს უსვამს, რომ სი პეტრო პოროშენკოს აკრიტიკებს. მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ასევე გერმანული გამოცემა süddeutsche zeitung-ი გამოეხმაურა. მედია წერს, რომ ოპოზიციის ლიდერი დედაქალაქის ცენტრში დააკავეს და ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)