|
2017-12-07 21:05:23, 2643 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთმა დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა
ჩეხეთის რესპუბლიკამ დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, - ამის შესახებ Jewishpress იუწყება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნების შემდეგ, მიიჩნევს, რომ იერუსალიმი ორივე ქვეყნის მომავალი დედაქალაქია. "ჩეხეთის რესპუბლიკა, აღიარებს დასავლეთ იერუსალიმს ისრაელის ფაქტობრივ დედაქალაქად, 1967 წლიდან არსებული დემოკრატიული საზღვრების ფარგლებში. ოფიციალური პრაღა იერუსალიმში ორივე ქვეყნის დედაქალაქს ხედავს, იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში. რაც შეეხება თელ-ავივიდან, ჩეხეთის საელჩოს გადატანას იერუსალიმში, ოფიციალური პრაღის განცხადებით, შესაბამის გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, როდესაც ძირითად პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავენ.
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)