|
2017-12-07 18:34:25, 2378 ნახვა
მსოფლიო
მოგერინი იერუსალიმის საკითხზე: ევროკავშირი მოელის, რომ ნებისმიერი რეაქცია იქნება მშვიდობიანი
ევროკავშირი მოელის, რომ ნებისმიერი რეაქცია ამერიკის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომელიც იერუსალიმს შეეხება, იქნება მშვიდობიანი, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. ინფორმაციას AFP ავრცელებს. მოგერინის თქმით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ არსებულ სიტუაციაში მას აქვს ხმის უფლება, როგორც პალესტინელების უდიდეს დონორსა და ისრაელის საუკეთესო სავაჭრო პარტნიორს. "ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს იერუსალიმში, რელიგიური სიწმინდეების მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბულობის ესკალაციაა. ის რაც ხდება იერუსალიმში, მთელი რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, პასუხისმგებლიანი და მშვიდობიანი რეაქცია ჰქონდეთ. ესკალაცია, დაძაბულობა და ძალადობა სიტუაციას უფრო გაართულებს", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ. ამასთან, მოგერინი პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ხანიას განცხადებასაც გამოეხმაურა. "რაც შეეხება "ჰამასის" ლიდერის რეაქციას, მოველით, რომ ყველა დემონსტრაცია და ნებისმიერი რეაქცია იქნება მშვიდობიანი", - დასძინა მოგერინიმ. ცნობისთვის, "ჰამასმა" პალესტინელებს ახალი ამბოხისკენ (ინტიფადა) მოუწოდა.
ვითარება იერუსალიმში - პირდაპირი ეთერი
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)