|
2017-12-07 17:38:50, 2331 ნახვა
მსოფლიო
კრემლი მიიჩნევს, რომ იერუსალიმთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილება, რეგიონში სიტუაციას ართულებს
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იერუსალიმთან დაკავშირებით, რეგიონში არსებულ სიტუაციას უფრო მეტად ართულებს, - ამის შესახებ Ria იუწყება. "შეშფოთებულები ვართ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით. ვთვლით, რომ იერუსალიმის ესრაელის დედაქალაქად აღიარება, რეგიონში არსებულ სიტუაციას უფრო გაამძაფრებს. გარდა ამისა, ის არ შეუწყობს ხელს ურთიერთობების დარეგულირებას", - განაცხადა პესკოვმა. ტრამპის გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონის მიერ ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადატანის განზრახვით სერიოზულად აღშფოთებულია. "ჩვენ იმ მოცემულობიდან გამოვდივართ, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის საიმედო დარეგულირება უნდა იყოს მიღწეული საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად, რომლებიც პალესტინის ტერიტორიების სტატუსის ყველა ასპექტის მოგვარებას, მათ შორის იერუსალიმის სენსიტიური საკითხის მოგვარებას ითვალისწინებენ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყებაში.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)