|
2017-12-07 13:12:42, 1524 ნახვა
სამხედრო
ქართულ-ნორვეგიული სწავლება დასრულდა
საშტაბო-სამეთაურო სწავლება „პალდო 2017“ დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის საველე ბანაკ „პალდოში“ სწავლების შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. უწყების ცნობით, ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებული ტაქტიკური სწავლება ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ნორვეგიის შიდა გვარდიის მერვე ოლქის წარმომადგენლები დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ. ნორვეგიელმა ინსტრუქტორებმა ქართველ სამხედროებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის მომზადების დონე დადებითად შეაფასეს და მომდევნო სწავლების დეტალები განიხილეს. ნორვეგიის შიდა გვარდიის მერვე ოლქის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ივარ ჰოფის განცხადებით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლების მომზადების დონე საგრძნობლად გაუმჯობესდა. ღონისძიება მიზნად ქვედანაყოფის მართვის პორცედურების დახვეწას ისახავდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)